“ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შე***ი.”

დღეს თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ოჯახი კვლავ დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური.

თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს საოკუპაციო ძალების ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დღით პატრულირებდნენ. ერთი წლის განმავლობაში გამოძიებამ ფაქტობრივად ვერაფერი დაადგინა.