
ლტოლვილი ქალები ომში მენსტრუაციული ციკლის დროს ადეკვატური დახმარების გარეშე არიან, არასტაბილურ პირობებში უწევთ ცხოვრება და იძულებულები არიან ჰიგიენურ საშუალებებად გამოიყენონ ხელთ არსებული ნაჭრები და ტამპონები. წყლის ნაკლებობის გამო, არ აქვთ სათანადო ინტიმური ჰიგიენის საშუალება, ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის ქალებში საშარდე გზების ინფექციებით დაინფიცირების რისკს.
2017 წლის Global One-ის სირიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ლტოლვილთა ბანაკებში, ქალების 60%-ს არ ჰქონდა წვდომა სუფთა საცვლებზე, უფრო მეტს კი – სანიტარულ პროდუქტებზე.
ასევე, გაეროს ქალთა ფონდის კვლევის მიხედვით, ლტოლვილი ქალებისა და გოგონების 99%-ი ბანაკებში არსებულ ტუალეტებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, შესაბამისად უჭირთ ჰიგიენური ნორმების დაცა. ასეთი ქალები და გოგონები, სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
დღეს არსებობს სოლიდარობის ინიციატივები, UN Women და Bloody Good Period, რომლებიც ცდილობენ შეარბილონ და მოაგვარონ ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრებასთან დაკავშირებული ქალების პრობლემები.
კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, უკრაინასაც ეხება?
