♟ სულ 10 წლის იყო, როდესაც საქართველოს სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა და მას შემდეგ უდიდესი წარმატებებით ემსახურება საჭადრაკო სფეროს.
5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, 9 გზის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული მაია ჩიბურდანიძე 1961 წელს ქუთაისში დაიბადა. ჭადრაკისადმი ინტერესი პირველად უფროს ძმასთან გამოავლინა. „ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, რატომღაც ძალიან ადრე დავიწყე მოგება. ბრაზდებოდა, მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდა, მაინც ვერ მომიგებო“ – ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში. მოგვიანებით ცოდნა პიონერთა სახლში, პროფესიონალ მოჭადრაკეებთან გაიღრმავა.
⭐️ მაია პირველი ქალი იყო, რომელმაც 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.1978 წელს კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა

