მარია წულუკიძე, 29 წლის

“თვალში ტატუ გაქვს? თვალები რატომ ჩაგილურჯდა? ავად ხომ არ ხარ? თვალებზე გაესინჯე? ლურჯად ხედავ? მუქი მაკიაჟი არ გაიკეთო, შენს თვალებს კიდევ ჩალურჯება უნდა?! უცხოპლანეტელი ხარ?’ – ეს იმ რიგი კითხვების ჩამონათვლიდანაა, რომელიც ჩემს თვალებზე მსმენია. მაქვს ლურჯი სკლერა, რომელიც სტანდარტულად თეთრია. ბავშვობაში უცხო ადამიანების გაცნობის ჩვეულებრივი შიში მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ის პირველ აქცენტს ჩემს თვალებზე გააკეთებდა. ბევრჯერ “მომიტყუებია” კიდეც, რომ კი ტატუა, ოღონდაც მეტი კითხვა არ დაესვათ. როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ძალიან ლამაზია.”

წიგნის სანახავად ეწვიეთ ბმულს – www.selflovestories.ge