მას შემდეგ, რაც ირანში, მორალის პოლიციის მიერ 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის “ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის” დაკავებას ქალის სიკვდილი მოჰყვა, ქვეყანაში ქალების მასობრივი გამოსვლები დაიწყო.
სამშაბათს სარიში ქალებმა თავიანთი ჰიჯაბები კოცონზე დაწვეს, ონლაინ სივრცეში კი კამპანია წამოიწყეს, სადაც ისინი კამერის წინ ჰიჯაბს იხდიან და თმას იჭრიან.

საპროტესტო ტალღამ ბევრი ქალაქი მოიცვა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციების დაწყების დღიდან სულ მცირე ექვსი მომიტინგეა მოკლული.

ფოტო: BBCNEWS