
“მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი. ძველ სკოლაში სადაც დავდიოდი, თეატრალური წრე იყო. ამ წრეზე დავდიოდი მეც და კიდევ ბევრი ჩემი ტოლი.
მასწავლებელი კაცი იყო, დაახლოებით 40 წლის ან მეტის.
ყოველთვის იცოდა გოგოების უკან დადგომა და ხელების მოხვევა წელზე ან კისერზე.
რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ეს მასწავლებელი რაღაც მოძრაობას აკეთებდა და რაც უფრო ვცდილობდი რომ გამოვცილებოდი, მით უფრო მაგრად მკიდებდა წელს ხელს. მაშინ არ ვიცოდი რას აკეთებდა…
არც წარმომედგინა.
სამი წლის წინ, მასწავლებელმა ფეისბუქზე გამომიგზავნა მეგობრობის მოთხოვნა და ამომიტივტივდა თავში რაღაცები. ახლა დავუფიქრდი რას აკეთებდა მაშინ… როცა გავაანალიზე ეს ყველაფერი თავი ძალიან საშინლად ვიგრძენი. უბრალოდ იდგა, გოგოებს ედგა უკნიდან, თავისკენ მიიწევდა და ვითომ უბრალოდ მოძრაობდა, მაგრამ ახლა დამარტყა თავში მაგ მოძრაობის მნიშვნელობამ.
ამის გაანალიზების მერე, ეს კაცი რამდენჯერმე ვნახე. სურვილი მქონდა ადგილზე მიმეხრჩო… უბრალოდ ავადმყოფი, რომელიც ბავშვებთან აკეთებდა ამას… 7-8-9 წლის ბავშვებთან.
ახლა რომ წავიკითხე სხვა გოგოების დაწერილი ისტორიები, მეც რაღაც ბიძგი მომეცა, რომ აქ მაინც გამეზიარებინა ეს ამბავი.
ყოველ ღამე ამაზე მეფიქრება და რამდენჯერ ბრაზისგან არც დამძინებია ღამე. საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ მაშინვე ვერ მივხვდი, მაგრამ რას მივხვდებოდი, 8 წლის ვიყავი და თან ძალიან მხიარული და კარგი მასწავლებელი მეგონა.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
