“მახსოვს, მეტროთი ვმგზავრობდი. ზოგადად ხშირია მეტროში სექსუალური შევიწროების ფაქტები ნებისმიერი ასაკის მამაკაცისგან და დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია. ერთხელ, ისეთი რამ მოხდა, რაც დიდხანს ჩამრჩა გონებაში.
მეტროში შესვლისას კაცი უკნიდან დამიდგა, თითქოს არაფერი, უბრალოდ იცდიდა. ბოლოს გვერდით მომიდგა, თანდათან ხელს ჩემკენ აპარებდა. მეტრო ძირითადად სულ სავსეა, შეშმუშვნის ადგილიც არ არის ხოლმე, ამიტომ არ გამკვირვებია, ჩვეულებრივი მგზავრი მეგონა. უცებ, წინიდან ხელის ფათური დამიწყო, ქვემოდან ფეხებს შორის ხელი შემიცურა. შევცბი და მაშინვე უკან გადავხტი. გვერდით მდგომმა ბიჭმა დაინახა და ჩემი დახმარება გადაწყვიტა, შემდეგ გაჩერებაზე მასთან ერთად ჩავიდა (ძალით ჩაიყვანა).
მაშინ მთელი დღე მომეშხამა. სამწუხაროდ, ქალებს ჩვენს ქცეყანაში მსგავს თემებზე საუბარი უჭირთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური ისტორია თითქმის ყველას გადაგხვდენია. ამ ამბის შემდეგ, მეტროში ჩემ უკან თუ მამაკაცი მიდგას, მეუფლება შეგრძნება, რომ ისიც იმავეს აკეთებს. დაუცველობის განცდა მაქვს მაშინაც კი, თუ ჩემ უკან მდგომი მამაკაცი სინამდვილეში უბრალოდ დგას.”

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT