მენსტრუალური ჭიქის გამოყენება ერთ-ერთი თანამედროვე საშუალებაა, რომელიც წლების წინ დაინერგა, თუმცა დღეს არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რა თქმა უნდა, ადამიანის გადასაწყვეტია, ჰიგიენის რომელ კონკრეტულ საშუალებას გამოიყენებს, მაგრამ მენსტრუალური ჭიქის შესახებ საზოგადოების ნაკლები ენთუზიაზმი არასწორმა შეხედულებებმა და ფაქტების არცოდნამ განაპირობა.

მენსტრუალური ჭიქის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ და იქნებ, შევცვალოთ თქვენი დამოკიდებულება

1️⃣ მენსტრუალური ჭიქა სრულად ეკო-მეგობრულია.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 15 000-მდე ერთჯერად საფენს ან ტამპონს იყენებს. ამ პროდუქტებს ძირითადად არაორგანული ბამბისგან და სინთეტიკური მასალისგან ამზადებენ. შემდეგ ეს ყველაფერი ქიმიურად მუშავდება და გარემოს დიდ და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ მხრივ, მენსტრუალური ჭიქა ეკოლოგიურად სუფთა და მომგებიანი პროდუქტია. თუ მისი გამოყენების წესებს სრულად დავიცავთ, დაახლოებით 10 წელი შევძლებთ მის გამოყენებას.

2️⃣ შეგიძლია დაზოგო თანხა.

თუ გიფიქრია, დაახლოებით რამდენს ხარჯავ წოველწლიურად საფენებსა და ტამპონებზე?

წარმოიდგინეთ 3 წლის განმავლობაში, თვეში თუ დახარჯავთ 30 ლარს ტამპონების შეკვრაზე, საშუალოდ 9 ყუთი წელიწადში, დაგიჯდებათ დაახლოებით 810 ლარი. თუმცა, მენსტრუალური ჭიქის შემთხვევაში, თქვენ საშუალოდ 30 ლარს დახარჯავთ და 3 წლის განმავლობაში (სწორად გამოყენების შემთხვევაში) მეტი ხარჯი აღარ გექნებათ.

3️⃣ მენსტრუალურ ჭიქაში გამონადენის გაცილებით დიდი რაოდენობა ეტევა, ვიდრე საფენსა და ტამპონზე. (ჭიქის შემთხვევაში, “გაჟონვის” საშიშროება თითქმის არ არსებობს)

საშუალოდ, ჭიქა 25-37 მლ-ს იტევს. პერიოდის დროს, ადამიანის დღიური გამონადენი 30-დან 120 მლ-ამდეა.
(უნდა გავითვალისწინოთ, რომ 60 მლ-ზე მეტი ჭარბ გამონადენად ითვლება).
ჭიქის გამოყენების შემთხვევაში, 12 საათის განმავლობაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თუმდა, პერიოდის საწყის ეტაპზე, თუ ძლიერი გამონადენი გაქვთ, 24 საათის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ მაინც უნდა შეამოწმოთ.

არჩევანი თქვენზეა, თუმცა მენსტრუალური ჭიქის გამოყენებით დაზოგავთ როგორც ფულს, ასევე ენერგიას და თან, გაუფრთხილდებით გარემოს.