მენსტრუაცია:

#შეიmeცნე

მენსტრუაცია არის ნორმალური ვაგინალური სისხლდენა, რომელიც ადამიანის ყოველთვიური ციკლის ნაწილია. რა ხდება ამ დროს? საკვერცხეებში იწყება კვერცხუჯრედის მომწიფება, ოვულაცია და ის მზად არის განაყოფიერებისთვის. განაყოფიერების შემთხვევაში ვითარდება ორსულობა, გაუნაყოფიერებლობისას კი საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად ჩამოიშლება სისხლიანი გამონადენის ე.წ. მენსტრუაციის სახით.

მენსტრუაცია ჩვეულებრივ იწყება 11-დან 14 წლამდე და გრძელდება მენოპაუზის დაწყებამდე, დაახლოებით 50+ ასაკამდე. მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ნორმად ითვლება 21-35 დღე. ხანგრძლივობა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ერთი და იმავე ადამიანისთვის, მოწესრიგებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირობებში, ციკლის პერიოდი მუდმივი უნდა იყოს. თავად მენსტრუაცია 3 დან – 7 დღემდე გრძელდება.

გარდა საშოდან სისხლდენისა, მენტრუაციის დროს შეიძლება გქონდეთ:

მუცლის ან მენჯის კრუნჩხვითი ტკივილი;
წელის ტკივილი;
შებერილობა;
საკვებისადმი განსაკუთრებული მოთხოვნილება;
განწყობის ცვალებადობა და მარტივად გაღიზიანებადობა;
თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება.

თუ მენსტრუაცია იმდენად მტკივნეულია, რომ შრომისუნარიანობას აქვეითებს, პათოლოგიად განიხილება. ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.

მენსტრუაციის შესახებ საზოგადოებაში ხმამაღლა ლაპარაკი ჯერ კიდევ უჭირთ, რადგან ნაწილი თვლის, რომ მენსტრუაცია სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ აუცილებელია ადეკვატური, ბუნებრივი და ლაღი დამოკიდებულება გვქონდეს საკუთარი სხეულისადმი და ყველა იმ პროცესისა თუ სითხისადმი, რომელიც სხეულს უკავშირდება.