
მექსიკაში შეიქმნა ვეგანური ტყავის ახალი სახეობა, რომელიც კაქტუსის ფოთლებისგან მზადდება. ინოვაციური გამოგონება მოდისთვის მოკლულ მილიონამდე ცხოველს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
ორმა მეწარმემ მექსიკიდან, ადრიანმა და მარტემ, შექმნეს ვეგანური ტყავის ახალი სახეობა “დესერტო”. ისინი ტყავის დასამზადებლად ნოპალას კაქტუსის მწიფე ფოთლებს იყენებენ, ეს მცენარე მექსიკაში უხვად მოიპოვება. კაქტუსს ცოტა წყალი სჭირდება ზრდისთვის და მდგრადია ნებისმიერი მკაცრი პირობების მიმართ.
ტყავის დამზადების პროცესი მოიცავს ფოთლების გაწმენდას, გასუფთავებას, დაფქვას და გაშრობას. ამის შემდეგ კი უკვე იქმნება ვეგანური ტყავის შექმნის შესაძლებლობა. “დესერტო” მდგრადია, არ შეიცავს ქიმიკატებს, შესაძლებელია სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის ქსოვილის შექმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაქტურით ნამდვილი ტყავის იდენტურია, გარჩევაც კი შეუძლებელია და აქვს პოტენციალი, მისგან სხვადასხვა სახეობის ნაწარმი დამზადდეს.
