
“მეშინია, მართლა გულწრფელად ძალიან მეშინია, მაგრამ იმის უფრო მეშინია, რომ ასეთ უსამართლო ქვეყანასა და განუკითხაობაში მომიწიოს ცხოვრება”. – მსახიობი და სცენარისტი თაკი მუმლაძე.
თაკი მუმლაძე უერთდება სამსახიობო სფეროს წარმომადგენლების გაფიცვას, ამით კი ცდილობს, მის კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ახლა სისტემას ციხეში ჰყავს გამოკეტილი, მხარდაჭერა გამოუცხადოს.
“პროტესტზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია, ამიტომ უნდა გაჩერდეს ყველა, საქმე, რასაც დღეს ვაკეთებთ. ფიზიკურად და ემოციურადაც ყველა აქ ვართ [რუსთაველზე].
ახლა ვიცი, როგორ ხალხთან ერთად და როგორი საქართველოსთვის მიღირს ჩემი თავგანწირვა. ეს უბედურება [სისტემა] ყველას მისწვდება. ვისაც დღეს გონია, რომ სხვა მხარესაა და ამით დაცულია, ასეთ საქართველოში ცხოვრებით ვერც ისინი და ვერც მათი შვილები დაცულები ვერ იქნებიან”.
სრულად ინტერვიუ –
https://youtu.be/rYt4VnQ_wQk
