
მიწის ქვეშ, სიბნელესა და ჭარბ დაბინძურებაში, ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშიში სამუშაოს შესრულება ჭიათურაში მაღაროელების ჯანმრთელობაზე დგას.
“მამა დაახლოებით 45 წელია ჯორჯიან მანგანეზს ემსახურება – შედეგად მხოლოდ მიიღო მანგანეცისა და რკინის მტვერისგან მძიმე დაზიანება. დღეს ის ებრძვის მეოთხე სტადიის ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს.”
ნინო ბედინაშვილი, ჭიათურიდან, უკვე 5 წელია ფიზიკურად დაუძლურებულ, ონკოპაციენტ მამაზე ზრუნავს. „ოჯახში ერთადერთი შემოსავალი სწორედ მაღარო იყო,“ — ამბობს ნინო, ვისაც თვიდან თვემდე ოჯახის საჭიროებების დასაფარი მინიმალური თანხაც არ აქვს.
როგორ მოხდა, რომ ჭიათურა — მანგანუმის საბადოებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი საქართველოში — დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს? და მაშინ, როცა ჭიათურელები მინიმალური გასამრჯელოს ფასად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში შრომობენ, ვინ მდიდრდება მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე?
https://www.facebook.com/GrlzWave/videos/1026682999137655/
