“მოკლედ, მაგ პერიოდში ფეხბურთს ვთამაშობდი, გუნდში ვიყავი. ერთ მშვენიერ საღამოს როცა ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი სახლში და ვიდექი ავტობუსის გაჩერებაზე, გამოიარა მამაჩემის მეგობარმა მანქანით, ცოლიც თან ახლდა. სახლამდე აყვანა შემომთავაზეს და მეც რატომაც არათქო და გავყევი. გზაში ცოლს დაურეკეს, ამიტომ ეს ქალი გზად ჩამოვიდა, დაქალთან უნდა ასულიყო. მე კი ამ კაცმა მითხრა შენ იყავი, აგიყვან სახლამდეო… ნუ კარგი, მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ რამე შეიძლება მომხდარიყო…

მივედით ჩემს სახლთან და უცებ შემომიბრუნდა. მე უკან ვიჯექი. წამო ტბისკენ ავიდეთ და მომიყევი რა ხდება შენსკენო. კარგი კაცი იყო, ყურადღებიანი და მეგობრული, წავყევი მეც. გუნდში პრობლემები მქონდა და მეთქი ვინმეს მაინც მოვუყვებითქო. ავედით და აი როცა ავედით წკაპუნი გავიგე. მანქანის კარი ჩაიკეტა. გადმოძვრა უკან. ძალიან შემეშინდა უკვე მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა. სიმართლე გითხრათ იმაზე ვფიქრობდი რო ჩემი მოკვლა უნდოდა. დამიჭირა ხელები, შემომარტყა რო ვკიოდი. თან ისეთი ადგილია, სალოცავთან ვიყავით ზუსტად… არავინ იყო, იმ გზაზე მხოლოდ ტრაილეერები დადიან ძირითადად, იმდენი კივილით ძალა გამომელია, თითქოს ელოდა როდის დავიღლებოდი ყვირილით და წინააღმდეგობის გაწევით… შემდეგ? შემდეგ გადმომაბრუნა და ძაღლივით მიხმარა, ხო მიხმარა! სისხლი წამომივიდა საკმაოდ ბევრი, არ დაგავიწყდეთ ჩემი ფეხბურთის ფორმა შორტი და მაისური რომელიც სისხლში ამოისვარა. შორტი შემოხეული, და ბოლოს მისი მზერა თითქოს მე ჩავიდინე ის გარყვნილება…. მორჩა ყველაფერი და სახლლიდან 10 წუთის სავალ გზაზე ჩამომაგდო მანქანიდან და გადმოიფურთხა…

ავედი სახლში და ყველას ვუთხარი რომ ვარჯიშზე წავიქეცი და არ ვიცი რანაირად, მაგრამ შევძელი მაშინვე გახდა ყველაფრის და სარეცხ მანქანაში ჩაყრა. ზონები ვერ ნახეს სად იყო ზუსტად სისხლი ტანსაცმელზე…. აი ასე იყო ჩემი ამბავი, რომლის შემდეგაც გავიდა დრო, ის კაცი იმ დღის მერე გაქრა ჩვენი ოჯახიდან…. თავისით.

რთული იყო ახლა 25 წლის ვარ და დღემდე ვფიქრობ თუ კი სადმე შევხვდები როდისმე კარგად ვერ დასრულდება მისთვის ის დღე…. რთულია ამაზე ფიქრით 10 წელი ცხოვრება, მაშინ როდესაც გეშინია, ხარ პატარა ბავშვი ვერავის ვერაფერს ეუბნები, მართლა მეგონა რომ მე გავაკეთე და მე ჩავიდინე ასეთი გარყვნილება, მე ვიყავი დამნაშავე…”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️

#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze