ნანა გვარიშვილი #FemWiki

⭐️ აიმაღლო ხმა ქალის უფლებების დასაცავად, ჩამოიხსნა თავსაბურავი და ყველას დაანახო საკუთარი სახე და მებრძოლი სული – 30-40-იან წლებში აჭარაში იშვიათი იყო ქალის მხრიდან ასეთი სიმამაცე. ნანა გვარიშვილი პირველი პოეტი ქალი იყო აჭარაში.
მის გამოჩენას სამწერლო არენაზე დიდი სიხარულით შეხვდნენ ქართველი მწერლები.

ნანას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აჭარის აკაკი წერეთლის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციაში.

მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს თარგმანსაც. ყველაზე დიდი პოპულარობა რეშათ ნური გუნთეგინის რომანის “ნარჩიტას” თარგმანმა მოუტანა.

მე რომ გდარდობ _
ისა ხარ,
მე რომ გნატრობ _
ისა ხარ…
როცა ელავ _
მზისა ხარ,
როცა ღელავ _
ზღვისა ხარ,
როცა გულს გთხოვ _
ქვისა ხარ.