ნან გოლდინი #FemWiki

“ყოველთვის, როცა ცხოვრებაში მიდგება ემოციურად მძიმე მომენტი და შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდს გავდივარ, ხსნას ფოტოგრაფიაში ვპოულობ”

15 წლის ასაკში ფირის ფოტოაპარატთან მარტო დარჩენილმა აღმოაჩინა, რომ ყველა იმ გრძნობისა და ემოციისთვის, რაც წლებთან ერთად მასში გროვდებოდა, გზა უნდა გაეკვალა. თვითგამორკვევისა და საკუთარი თავის შემეცნების საუკეთესო ხერხი კი სწორედ ფოტოგრაფია აღმოჩნდა.

მცირე ასაკში სამოყვარულო კამერით დაწყებული ფოტოების ჩხაკუნი წლებთან ერთად გატაცებად, შემდეგ კი პროფესიად გადაიქცა. პროფესიად, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.

და რატომ მაინც და მაინც ნენსი?

️‍♀️ რა მოსწონთ მასში ასე ადამიანებს?

ფიზიკური ძალადობა, უსახლკარობა, ოჯახთან გაუცხოება, დის თვითმკვლელობით გამოწვეული
ტრავმა, დრაგ ქვინები და მათი ცხოვრება, ქვიარ ადამიანები, ნარკოდამოკიდებულება, აივ/შიდსის ეპიდემია, ინტიმურობა – ეს ის თემებია, რომლებზეც ნან გოლდინი ფოტოგრაფიის საშუალებით გვესაუბრება.

როგორც თავად ამბობს, სურდა ქალებისთვის დაწესებული ქცევის ნორმები, საზოგადოებაში დამკვირდრებული სტერეოტიპები და დრო მოჭმული მოთხოვნა-მოლოდინები ახალგაზრდა გოგოებისთვის წაშლილიყო. თავის პირველ წიგნშიც საკუთარი დის თვითმკვლელობის მიზეზად სწორედ საზოგადოების მხრიდან ქალებში სექსუალური ბუნების ჩახშობის მცდელობებსა და სურვილს ასახელებს.

იმას კი, თუ რა გზა გაიარა ნან გოლდინმა ცხოვრების განმავლობაში საუკეთესოდ მისი ნამუშევრები გადმოსცემენ.