“ცეკვა ჩემთვის სიცოცხლეა… ყოველ საქმეში სიცოცხლე უნდა ჩააქსოვო. თუ შენი საქმე სიცოცხლესავით გიყვარს, ბევრი რამ გაგიადვილდება, იოლად სძლევ ცხოვრებისეულ სირთულეებს”
საოცარი პლასტიკის, ტექნიკისა და დახვეწილი მოძრაობების გამო ნინო რამიშვილს ქართული ცეკვის დედოფლადაც მოიხსენიბენ
მან, ქმართან, ილიკო სუხიშვილთნ ერთად, 1945 წელს დააარსა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომელთან ერთადაც თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარეს
ისინი ყველა ცეკვის დადგმის დროს პრინციპულად ცდილობნენ ყველაფერი მხოლოდ ქართული, ეროვნული ყოფილიყო. მათი დადგმულია ყველასთვის ცნობილი ცეკვა “სამაია”, რომელიც, ნინოს თქმით ფრესკებზე ნანახი ხელების მიხედვით ააწყვეს
ნინოს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება; მსოფლიო ლაურეატის წოდება, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება
პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation -ის მხარდაჭერით

