
ნოემბერი კაცების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
წელიწადში, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი კაცი იღუპება სუიციდით, ვიდრე ქალი.
კაცებს პატარა ასაკიდანვე ასწავლიან, რომ ემოციების გამოხატვა “სისუსტეს” ნიშნავს.
კაცები ნაკლებად ითხოვენ დახმარებას, ვიდრე ქალები.
თუ კაცი ფსიქიკურად თავს ცუდად გრძნობს, არ ნიშნავს, რომ სუსტია.
ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, კაცისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების გამოხატვა.
როცა საკუთარ მდგომარეობაზე ღიად შეგიძლია ლაპარაკი, ეს შენს სიძლიერეს უსვამს ხაზს და არა სისუსტეს.
დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის.
გახსოვდეთ, კაცებსაც ჩვეულებრივ შეუძლიათ ტირილი, ემოციების გამოხატვა, მენტალური პრობლემების ქონა და მათთან გამკლავება – ეს არა სისუსტის, არამედ ადამიანობის ნიშანია.
