♟ ქალი, რომელიც ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 16 წელი ფლობდა. ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, კაცთა შეჯიბრების გამარჯვება დაისახა მიზნად. ტექნიკაზე თავდაუზოგავმა მუშაობამ და თამაშის უნიკალურმა სტილმა მას შესაძლებლობა მისცა, არაფრით ჩამოვარდნოდა კაცებს სხვადასხვა შეჯიბრებაზე.
აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიიღო, 1982 წელს კი გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.
ნონა დღემდე აგრძელებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირში. ის +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი შვიდჯერ გახდა.

