
ორგაზმს ბევრი განმარტება აქვს, თუმცა ყველაზე ხშირად, მას განმარტავენ, როგორც სექსუალური დაძაბულობისგან სასიამოვნო განთავისუფლების შესაძლებლობას.
რა ემართება ჩვენს სხეულს, როცა ორგაზმს განვიცდით?
სასქესო ორგანოები შუპდება და ხდება კუნთების სპაზმი; გულის ცემა ხშირდება ისე, როგორც ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს.
ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონებს (დოპამინი, ოქსიტოცინი, ენდორფინი), რომლებიც გვეხმარება სტრესის მოხსნასა და ჯანსაღი ძილის რეგულაციაში; ტკივილთან გამკლავების უნარი იზრდება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სექსი არ მოითხოვს ორგაზმს და ორგაზმი არ ნიშნავს რომ სექსი შესანიშნავია. ისევე, როგორც ყველაფერი, სიამოვნება და ორგაზმები განსხვავებულია.
პრეზერვატივი, ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური დამცავი თქვენს ორგაზმს საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ თავის დაცვაზე ამ მიზეზით უარს ნუ იტყვით. დაიცავით თავი და ისიამოვნეთ პროცესით.
რუბრიკის წარმდგენია VELI.store
აღმოაჩინე ყველაფერი სექსუალური ჯანმრთელობისთვის VELI.store-ზე.
