
პაპმა ფრანცისკემ შეცვალა წესი, რომლის მიხედვით ქალებსაც ექნებათ მესაში მონაწილეობის მიღებისა და დავალებების შესრულების უფლება. #Femfact
️პაპი ფრანცისკეს მიერ შემოღებული ახალი წესი ოფიციალურად უშვებს ქალების მესაში მონაწილეობას, მაგრამ მისი თქმით ქალების მიერ მღვდლის სტატუსის მოპოვება კვლავ მკაცრად აკრძალული რჩება. ახალი კანონი ქალებს საშუალებას მისცემს უკვე სტატუსით იმსახურონ ეკლესიაში, წაიკითხონ ლიტურგიები და დიაკვნის წოდებაც მიიღონ. დიაკვნობა მღვდლის არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობების შესრულებასაც მოიცავს, მაგრამ ამის მიუხედავად, დიაკვანს ეკრძალება მრევლის შემოკრება და აღსარების მოსმენა.
მსოფლიოში, ეკლესიაში მსახურ ქალთა რაოდენობა ხშირად კაცებისას აჭარბებს კიდეც, ამის მიუხედავად, მათ ვატიკანის სინოდში ხმის მიცემის უფლება ოფიციალური სტატუსის არ ქონის გამო ამ დრომდე არ ჰქონიათ. სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. გასული წლის აგვისტოში პაპმა ვატიკანის ფინანსების გადასახედად 6 ქალი დაასაქმა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
