
პროექტის ფარგლებში “დააბრუნე მისი სახელი” ჯორჯ ელიოტსა და სხვა 24 ქალ მწერალს თავიანთი ნამდვილი სახელებით გამოსცემენ. #FemFacts
ვიქტორიანული ეპოქის მწერალი მერი ენ ევანსი რომანის, მიდლმარჩის, უკან დგას. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ის ფსევდონიმითაა ცნობილი — ჯორჯ ელიოტის სახელით, რომელიც მან საკუთარ სქესის დასამალად დაირქვა იმ ეპოქაში, რომელშიც ქალები ინტელექტუალური წრეებიდან გარიყულები იყვნენ. სულ მალე ჯორჯ ელიოტსა და სხვა 24 ქალ მწერალს თავიანთი ნამდვილი სახელებით გამოსცემენ. ევანსის ცნობილი ნაწარმოები იმ 25 წიგნს შორისაა, რომელიც თავდაპირველად კაცის ფსევდონიმით დაიბეჭდა, დღეს კი მათი ქალი ავტორების ნამდვილი სახელებით ხელახლა გამოიცემა. სხვა ავტორებს შორის აგრეთვე არიან ჟორჟ სანდი და ჯორჯ ეგერტონი.
☄️ დღევანდელ დღესაც კი, ბევრი ქალი ფსევდონიმით წერს, განსაკუთრებით კაცების მიერ დომინირებად ისეთ ჟანრებში, როგორებიცაა სამეცნიერო ფანტასტიკა და კრიმინალური ჟანრი. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ჯ. კ. როულინგი — მწერალმა 2017 წელს CNN-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ გამომცემლებმა მას ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოცემისას ურჩიეს, სრული სახელის ნაცვლად ინიციალები გამოეყენებინა, რადგან ეს უფრო მეტად “მიიზიდავდა ბიჭებსა და გოგოებს”.
წყარო ON.GE
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
