რამდენიმე დღის წინ, “მაუწყებლის” პლატფორმაზე გავრცელდება მიმოწერები, სადაც ჩანს “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების დამამცირებელი, შეურამცხყოფელი დამოკიდებულება დასაქმებულებისადმი.

კომპანია აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ დაწყებულია შესაბამისი ქმედებები პრობლემების აღმოსაფხვრელად და უმკაცრესი ზომების მისაღებად, თუმცა კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიან, ღირსეულ სამუშაო გარემოსა და ანაზღაურებას ეხება.

მშრომელთა გაერთიანება “ევო-კავშირი” კომპანიისგან ითხოვს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, მშრომელებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესში “ევოლუშენ ჯორჯიამ” უარი განაცხადა დასაქმებულების მოთხოვნების გათვალისწინებაზე. მშრომელები ემზადებიან მასშტაბური გაფიცვისთვის. გაფიცვის შესახებ ზუსტ ინფორმაციას 5 ივლის გაავრცელებენ.