როგორ გვასწავლიდნენ ან ვსწავლობთ ისტორიას სკოლაში? რას გვასწავლიან, რატომ და რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს ავტორიტარიზმთან? – ამ საკითხებზე ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი ისაუბრებს ჩვენთან, GrlzWave-ის ჰაბში.

“ჩვენს წარმოსახვას სხვა ხალხების ან საკუთარი რაობის შესახებ კვებავს ისტორიები, რომელსაც ბავშვობაში გვასწავლიან. ისტორია ჩვენი ცხოვრების მსაზღვრელია. მისი რეპრეზენტაცია თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს სამყაროსა და საზოგადოებათა წარსულის შეცნობას. ეს ისტორიები გამოსჭვივის ჩვენს მოსაზრებებში. ასე რომ, ისტორიის პირველი წაკითხვის, პირველი ნაკვალევის, ეჭვის თუ ემოციების კვალი სამუდამოდ წარუშლელი რჩება.” – მარკ ფერო.

გელოდებით 7 ივნისს, 19:00 საათზე, GrlzWave-ის ჰაბში. ერთად გავიგოთ, რატომ ან რა მიზნით ვსწავლობთ დაცენზურებულ ისტორიას ძალიან პატარა ასაკიდან.

დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდული. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს ფორმა: https://forms.gle/k5MWaTahBjMXnVBH6

მისამართი: ბესიკის მოედანი 5, რესტორან “მადრეს” შემოსასვლელი.