
როგორ ვემზადებით აქციაზე წასავლელად?
1️⃣ თან იქონიეთ პირადობის მოწმობა, ან ნებისმიერი თქვენი ვინაობის დამადასტურებელი საბუთი;
2️⃣ ჩაიცვით რაც შეიძლება კომფორტული და პრაქტიკული, ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი. ეცადეთ, ქსოვილი არ იყოს სინთეტიკური (ანუ, მარტივად აალებადი);
3️⃣ წასვლამდე, აუცილებლად დატენეთ ტელეფონი და თან გქონდეთ დამტენი/ფაუერბენქი;
როგორ ვიქცევით?
1️⃣ არ ვდგავართ მარტო. სულ უნდა ვხედავდეთ ერთმანეთს;
2️⃣ ტელეფონი სულ ჩართული გვაქვს. ტელეფონზე აუცილებლად უნდა გქონდეთ security code და დაბლოკვის ფუნქცია;
3️⃣ არ ვყვებით პროვოკაციებს. არ ვუერთდებით დესტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმს ჩადიან, არც ვერევით, რომ შევაჩეროთ.
4️⃣ აქციაზე დაკავების შემთხვევაში, ან თუ ხედავთ, რომ სხვას აკავებენ, დაუკავშირდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უფასო სამართლებრივ დახმარებას გაგიწევენ.
ცხელი ხაზი: 577 07 05 63
✊ გვახსოვდეს, რომ:
არ ვუწევთ ფიზიკურ წინააღმდეგობას პოლიციას / სპეცრაზმს;
თუ პოლიციას არ აცვია უნიფორმა, უფლება გაქვთ, მოსთხოვოთ სამსახურეობრივი მოწმობის წარდგენა;
ეცადეთ, გაარკვიოთ მისი ვინაობა. არსებობის შემთხვევაში, მოითხოვეთ სამხრე კამერის ჩართვა, ან თავად გადაიღეთ საუბარი;
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აჩვენეთ პოლიციელს რომ კანონმორჩილი მოქალაქე ხართ და უკანონოს არაფერს აკეთებთ.
*** თუ აქციის მიმდინარეობისას დაინახავთ სხვების მიმართ უკანონო მოქმედებას (დაინახეთ, რომ ვინმეს სცემენ, დაინახეთ, რომ ვიღაც დაზარალდა წყლის ჭავლის, თუ სხვა სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად და ა.შ.) ეცადეთ, აღბეჭდოთ ყველა ასეთი უკანონობა და შექმნათ მტკიცებულებები, რომელსაც შემდეგ საზოგადოებას გაუზიარებთ.
გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუთხრათ ევროპას კი, არა რუსულ კანონს.
პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.
