რუბი ბრიჯესი მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც უილიამ ფრენცის დაწყებით სკოლაში თეთრკანიან ბავშვებთან ინტეგრირდა. მისი მამაცი ქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში და ის ოფიციალურად გახდა პირველი ფერადკანიანი ბავშვი, რომელიც სამხრეთის თეთრკანიანთა სკოლაში სწავლობდა. #FemWiki

მის მშობლებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ ამ საკითხთან მიმართებით. რუბის მამა წინააღმდეგი იყო, რადგან ღელავდა შვილის უსაფრთხოებაზე, ხოლო დედამისს სურდა მას ისეთი განათლება მიეღო, რაზეც წვდომა რუბის მშობლებს არ ჰქონდათ.

როგორც კი რუბი სკოლაში გამოჩნდა, თეთრკანიანმა მშობლებმა საკუთარი შვილები უკან გაწიეს, ყველა მასწავლებელმა უარი თქვა სწავლებაზე, ბარბარა ჰენრის გარდა. რუბი და დედამისი ოთხი ფედერალური მარშალის თანხლებით სკოლაში ყოველ დღე დადიოდნენ. რუბი ბრბოს სალანძღავი სიტყვების ფონზე მიდოდა სკოლაში, სადილს მარტო მიირთმევდა და შესვენებაზე მასწავლებელთან ერთად თამაშობდა, თუმცა სკოლა არცერთხელ გაუცდენია.

იგი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ტურისტულ აგენტად, 1999 წელს კი „რუბი ბრიჯესის ფონდი“ დააფუძნა, რომელიც კვლავ ებრძვის რასობრივ უთანასწორობას ამერიკაში. ჯგუფის მისიის აღწერისას ის ამბობს, რომ „რასიზმი ზრდასრულთა დაავადებაა, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი შვილების გამოყენება მის გასავრცელებლად“.

2000 წელს მან კარტერ ვუდსონის ჯილდო დაიმსახურა წიგნისთვის „Through my eyes”. 2001 წელს ბილ კლინტონმა დააჯილდოვა პრეზიდენტის მოქალაქეების მედლით, ხოლო 2006 წელს იგი დასახელდა „რასიზმის წინააღმდეგ გმირად“.