
რუსეთი და უკრაინა ძმები არ არიან.
თუ რატომ, ამის ასახსნელად 3 მიზეზს შემოგთავაზებთ:
1️⃣ რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს – ძმა არ უარყოფს შენს არსებობას.
უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც თავისი გამორჩეული კულტურა, ენა და მდიდარი ეროვნული მემკვიდრეობა აქვს. თანამედროვე უკრაინის სახელმწიფოს ისტორიულ საფუძვლად მე-9 საუკუნეში შექმნილი აღმოსავლეთ სლავური სახელმწიფო კიევის რუსი მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ კიევის რუსის მოსაზღვრე რეგიონში (დღევანდელი მოსკოვი, რუსეთი) არსებობდა სავაჭრო დასახლება, რომელიც მოსკოვის სახელით იყო ცნობილი. მოსკოვი ფინო-უნგრულ ენაზე “ჭაობიან და მუქ წყლებს” ნიშნავს. ნაცვლად სლავებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ კიევის რუსში, მოსკოვის ტერიტორიაზე ძირითადად ფინო-უნგრული ტომები სახლობდნენ. მათი კულტურა და განვითარება საგრძნობლად ჩამორჩებოდა კიევის რუსის დონეს. შემდგომ წლებში მოსკოვის და ზოგადად რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებას იწყებს ჯერ რუსეთის სამეფო, შემდგომ კი რუსეთის იმპერია. ორივე მათგანი კი ექსპანსიით იკავებს მეზობელ ტერიტორიებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში რუსეთის სამეფო და შემდგომში იმპერია ეძებს ისტორიულ საფუძველს, რაზეც დაეფუძნებოდა, როგორც ძლიერი სახელმწიფო. ამ მიზნით მოსკოვი მოიპარავს უკრაინის საფუძვლის კიევის რუსის ისტორიულ სახელწოდებას “რუსს” და 1721 წელს თავს რუსეთის იმპერიად, ხოლო მოსკოველებს რუსებად გამოაცხადებს. (წყარო – https://bit.ly/3PyfdpR)
თანამედროვე უკრაინული ენა ძალიან განსხვავდება რუსულისგან, ამიტომ რუსების უმეტესობას უკრაინული არ ესმის.
2️⃣ რუსეთმა უკრაინაში სულ მცირე სამჯერ, საყოველთაო შიმშილობა მოაწყო – ძმა შიმშილით არ მოგკლავს.
1932-33 წლებში რუსეთმა საბჭოთა უკრაინის განადგურება ჰოლოდომორით, ანუ შიმშილით სიკვდილით გადაწყვიტა. კრემლმა ისეთი საცხოვრებელი პირობები შექმნა, რომელიც უკრაინელი ერის განადგურებას ემსახურებოდა – მათ საკვებ პროდუქტებზე წვდომა სრულად აეკრძალათ. უკრაინელებს ე.წ. „შიმშილის ზონიდან” გასვლა არ შეეძლოთ.
ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1932-33 წლებში საბჭოთა რეჟიმმა უკრაინის სსრ-ში 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შიმშილით იმსხვერპლა. საბჭოთა პერიოდში, უკრაინელებს შიმშილის პერიოდი კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ.
3️⃣ რუსეთი ცდილობს მიითვისოს უკრაინის ისტორია და კულტურა – ძმა პატივს სცემს შენს სუვერენიტეტს და საზღვრებს.
რუსეთი და უკრაინა ამჟამად საომარ მდგომარეობაში არიან: რუსეთ-უკრაინის ომი 2014 წელს დაიწყო რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიით. 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე.
ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
