
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის დაჭერილი საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი საპატიმროში რჩებიან – დაცვის მხარის შუამდგომლობა, ახალგაზრდებისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მოსამართლე ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა.
19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ 400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის.
