ამიერიდან სუდანში ქალთა გენიტალიების დასახიჩრება აიკრძალება კანონით და დაისჯება 3 წლიანი პატიმრობით.
პრაქტიკის კრიმინალიზება 22 აპრილს მოხდა. ეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის სრულიად ახალი ერაა.
UN-ის მონაცემებით, სუდანში 14-დან 49 წლამდე ქალების 87%-ს, მსოფლიოში კი 200 მილიონზე მეტ ქალს აქვს ჩატარებული გენიტალიების დასახიჩრების რაიმე ფორმის პროცედურა.
ის ძირითადად აფრიკის 28 ქვეყანასა და, იშვიათ შემთხვევებში, აზიაში გვხვდება.
წყარო – https://nyti.ms/3aWofYr

