
საფრანგეთში ექიმებს, რომლებიც ე.წ. “ქალწულობის ცნობას” გასცემენ, პატიმრობა და ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. #FemFacts
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, ექიმები მსგავსი საქმიანობის გამო ერთწლიანი პატიმრობითა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან.
France 3-ის ცნობით, საფრანგეთში ექიმების 30% ამბობს, რომ მათთვის ერთხელ მაინც უთხოვიათ ე.წ. “ქალწულობის ცნობის” დაწერა.
2018 წელს გაერომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ მსგავსი შემოწმებები აკრძალონ, ამავდროულად კი ამ საკითხზე ცოდნა გაავრცელონ და “უარყონ ქალწულობასთან დაკავშირებული მითები და მავნებელი გენდერული ნორმები, რომელთა მიზანიც ქალებისა და გოგოების სექსუალობასა თუ სხეულებზე კონტროლის დამყარებაა”.
BBC Arabic-ის ინფორმაციით კი, “ქალწულობის შემოწმება” გავრცელებული პრაქტიკაა ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, ავღანეთში, ბანგლადეშსა და სამხრეთ აფრიკაში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
