
საფრანგეთში, სასამართლო პროცესი დომინიკ პელიკოტის წინააღმდეგ დაიწყო, რომელსაც ბრალად ედება 10 წლის განმავლობაში, 72 წლის მეუღლზე, ჟიზელ პელიკოტზე წამლებით ზემოქმედება და ათობით უცხო ადამიანის მათ სახლში მოწვევა მის გასაუპატიურებლად. ასევე, ბრალი ედება, დაახლოებით, 50 მამაკაცს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ჟიზელ პელიკოტის გაუპატიურებაში, რა დროსაც ის წამლების ზემოქმედების ქვეშ, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დომინიკმა დანაშაული აღიარა, სასამართლოში განაცხადა, რომ 2011-დან 2020 წლამდე ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, საძილე აბებით აბრუებდა, შემდეგ კი ათობით უცნობი ადამიანის მიერ ცოლის გაუპატიურებას უყურებდა. ბრალდებული ამ პროცესს დეტალურად იღებდა. ვიდეო ჩანაწერები პოლიციამ შემთხვევით, მას შემდეგ იპოვა, რაც დომინიკი მაღაზიაში, უცნობი ქალის სხეულის გადაღებისთვის დაიჭირეს.
ჟიზელის თქმით, წლების განმავლობაში განიცდიდა მეხსიერების ჩავარდნის ეპიზოდებს, თუმცა სანამ პოლიცია არ დაუკავშირდა, არაფერი იცოდა საკუთარი მეუღლის ძალადობრივი და სასტიკი მეთოდების შესახებ.
ჟიზელმა უარი თქვა ანონიმურობის უფლებაზე და მოითხოვა სასამართლო პროცესი საჯარო გამხდარიყო ყველასთვის. მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული საქმე სხვა ქალებსაც დაეხმარება მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევაში და იქნება ერთგვარი გაფრთხილება ყველასთვის, რომ ძალადობის უამრავი ფორმა არსებობს, მათ შორის ფარული გზებითა და მეთოდებით ჩადენილი.
აღნიშნულ სასამართლო პროცესზე განაჩენი წლის ბოლოს გამოცხადდება.
