
სტეფანი ფრეპარტი პირველი ქალი მთავარი მსაჯია, რომელმაც კაცებს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმსაჯა. #femwiki
37 წლის ფრანგი არბიტრი ასევე პირველი ქალია, რომელმაც 2019 წელს, კაცებს შორის უეფას სუპერთასი განსაჯა.
⚽️ მისი კარიერა 2011 წლიდან საფრანგეთის მესამე დივიზიონში დაიწყო, როდესაც ის კაცებს შორის მატჩების მსაჯი გახდა.
L’Express-სთან საუბრისას სტეფანი
ამბობს, “ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, რომ შენს უკან მდგომ გოგონებს უჩვენო გზა,
რომელსაც შემდეგ ისინი გაჰყვებიან. ახალგაზრდა გოგონები მე მიყურებენ
ტელევიზორში და ფიქრობენ, თურმე ეს შესაძლებელია, აქამდე კაცების
ფეხბურთში ხომ მხოლოდ კაც მსაჯებს ვხედავდით?!”
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
