სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ინფექციები:

#შეიmeცნე

სქესობრივი გზით გადამდები (სგგ) ეწოდება იმ დაავადებებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა ორალური, ანალური თუ ვაგინალური კონტაქტისას. გამომწვევი მიკროორგანიზმი (ბაქტერიები, ვირუსები ან პარაზიტები) დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანს გადაეცემიან სისხლის, სპერმის, ვაგინალური სეკრეტის ან ორგანიზმის სხვა სითხეებიდან.
თუმცა, აღნიშნული ინფექციების გადაცემა ყოველთვის სქესობრივ კონტაქტთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვრცელდება ორსულობისას დედიდან ნაყოფზე, ან მშობიარობისას, ასევე საზიარო ნემსების, პირადი მოხმარების საგნების გამოყენებითა და სისხლის გადასხმით.

სგგ-ს ძირითადი სიმტომებია: სასქესო ორგანოების, ანალურ ან პირის მიდამოში დაზიანებებისა და წყლულების გაჩენა, მტკივნეული და მწველი შარდვა, სასქესო ასოდან გამონადენი, ვაგინალური სისხლდენა, ტკივილი სექსუალური აქტის დროს.

სქესობრივად გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად ან რისკის შესამცირებლად რამდენიმე გზა არსებობს:

ვაქცინაცია – სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარებული ვაქცინაცია, სქესობრივად გადამდები ზოგიერთი ინფექციის პრევენციის საკმაოდ კარგი საშუალებაა;

კონდომებისა და დენტალური ბარიერების სწორი გამოყენება – აღნიშნული ბარიერული საშუალებების ერთჯერადად გამოყენება ვაგინალური, ორალური და ანალური სექსის დროს დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული დაავადებები და ინფექციები სამკურნალოდ უფრო მარტივია. ვირუსული ინფექციები ექვემდებარება მართვას და
გამომწვევი მიზეზების მიხედით, განსხვავებულია მკურნალობის მეთოდებიც.

პროექტის ფინანსური მხარდამჭრია ქალთა ფონდი საქართველოში.