ტრანზიცია არის დროში გაშლილი პროცესი, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პროცედურებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომელთა განმავლობაშიც ადამიანი საკუთარ გენდერულ როლსა და თვითგამოხატვას უსადაგებს საკუთარ თვითაღქმას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ტრანზიცია, გარდამავალი პერიოდია , რომლის დროსაც ადამიანი იწყებს ცხოვრებას მათი გენდერული იდენტობის მიხედვით, და არა იმ სქესის მიხედვით, რომელიც მას დაბადებისას მიანიჭეს (SAAB).

აღსანიშნია ის საკითხი, რომ ყველა ტრანსგენდერი ადამიანი არ იწყებს ტრანზიციას, ბევრისთვის კი, ეს ხდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ტრანზიცია ინდივიდუალურია და თითოეულ ტრანს* პირში სხვადასხვანაირი. ტრანსკომპეტენტური და ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის არსებობა აუცილებელი პირობაა, რომ დეპათოლოგიზაციის კონცეფცია გააზრებული იყოს და ხელი შეუწყოს ტრანს* პირებს ტრანზიციაში.

ტრანზიციის პროცესი მრავალკომპონენტიანია : სოციალური, ჰორმონალური, სამართლებივი აღიარებითი, სამედიცინო/ქირურგიული (გენდერულ აფირმაციული ჰორმონული თერაპია, ქირურგიული ჩარევები – ვაგინოპლასტიკა (ფემინიზაციის მიზნით) ფალოპლასტიკა/სკროტუმპლასტიკა (მასკულინიზაციის მიზნით); მეთოიდოპლასტიკა (კლიტორის გადიდება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შარდსადენის დაგრძელებასაც, სახის ფემინიზაციის პროცედურები; თიროქონდროპლასტიკა; ხმის ოპერაცია, მამოპლასტიკა, ჰისტერექტომია/ ოოფორექტომია; ორქიექტომია; ვაგინექტომია.)

სამართლებრივი ტრანზიცია გულისხმობს, მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში სახელის შეცვლას, ან გენდერის მარკერის ცვლილებას. განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციებია სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საგულისხმოა, რომ ქირურგიული მანიპულაციების იმპერატიულობა, იძულებითობა, მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანის უფლებებს. საქართველოში სახელის ერთჯერადი ცვლილება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომიამ, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.
სოციალური ტრანზიცია აღწერს იმ პროცესს, როცა ტრანს* პირები, იღებენ მათთვის კომფორტულ სახელს, ნაცვალსახელებს, გენდერულ მიმართვის ფორმებს, იცმევს ტანსაცმელს, რომელიც თავისი გენდერულ როლთან და თვითგამოხატვასთან იდენტიფიცირდება, იცვლიან თმის ვარცხნილობას. სოციალური ტრანზიციას სხვადასხვა ასაკში გადიან ტრანსგენდერი ადამიანები, კვლევებით ისიც დასტურდება, რომ სოციალური ტრანზიციის ასაკი შესაძლოა განისაღვროს 3-9 წლის მცირეწლოვნობიდანაც. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, ჯეკ ტურბანის მოსაზრებით, რაც იკლებს სტიგმა, დისკრიმინაცია, არაკომპეტენტური ჯანდაცვის მიდგომები, უფრო მეტი ტრანსგენდერი ბავშვი შეძლებს, ადრეული ასაკიდან დაიწყოს ტრანზიცია, ასევე კარგი სასკოლო გარემო პირდაპირ კავშირშია ტრანსგენდერი პირების ფსიქიკური ჯანმრთელობასთან, რადგან ტოლერანტული, სტრესისგან თავისუფალ სივრცეები ამცირებს დისფორიასა და ხელს უწყობს მათ განვითარებასა სიმშვიდეს.

ტრანზიციის დაწყება ადრეული ასაკიდან, ამცირებს იმ ზიანს რასაც ტრანსგენდერი პირები (ბინარული და არაბინარული) განიცდიან, როდესაც ისინი ექვემდებარებიან სოციალურ სტიგმასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ დისკრიმინაციას.

#შეიmeცნე

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში