
ტყიბულში, პოლიტიკური ნიშნით, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გათავისუფლება შახტიდან, იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი დაშინება, იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში”, — წერს ტყიბულელი მეშახტე გიორგი აბულაძე.
მოგმართავთ თხოვნით მათ, ვისაც გსურთ და შეგიძლიათ, დაეხმაროთ ტყიბულელ მეშახტეებს, გიზიარებთ ინფორმაციას:
ანგარიშის ნომერი: #GE28BG0000000267769000
მიმღები: კოტე აბდუშელიშვილი
