უკეთ გავიცნოთ უკრაინა:

მარია პრიმაჩენკო (1909-1997)

მარია პრიმაჩენკოს ხელოვნება უკრაინის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ნამუშევრები, “გულუბრყვილო” ხელოვნების სტილში შექმნილი, მთელ მსოფლიოში აღიარებულია. მისი ნახატები გამოიფინა პარიზში, პრაღასა და ვარშავაში, ასევე მონრეალში.
თავად მხატვარმა მთელი ცხოვრება პატარა სოფელ ბოლოტნიაში (კიევის რეგიონი) გაატარა, წარმოუდგენლად მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრები ასახავდა ყოფიერების უბრალო სიხარულს, სიკეთისა და სიყვარულის რწმენასა და ბუნების სილამაზეს.