
უკრაინელმა მოფარიკავემ, ოლგა ხარლანმა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, რუს მეტოქეს, ანა სმირნოვას პროტესტის ნიშნად ხელი არ ჩამოართვა.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის წესების მიდედვით, ორმა მოფარიკავემ, შედეგის მიცემის შემდეგ, ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვას. აღნიშნული წესის დარღვევის გამო, ხარლანიმ დისკვალიფიკაცია მიიღო.
ის ბულგარელ მეტოქესთან ასპარეზობაზე აღარ დაუშვეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხარლანის დისკვალიფიკაცია მის შემდგომ კარიერაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკრაინელი სპორტსმენი უახლოეს ტურნირებზე მაინც იასპარეზებს.
