
ფემინიზმის პირველი ტალღის გააქტიურების პერიოდად, ხშირ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის მეორე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი მიიჩნევა. ითვლება, რომ მისი წარმოშობა, უმეტესწილად, ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ინდუსტრიალიზაციისა და ქალების საჯარო სივრციდან განდევნის პროცესებმა განაპირობა. #FemFacts
ამ მოძრაობის უმთავრესი მოთხოვნები ქალებისთვის მუშაობის, განათლების მიღების, ხმის მიცემის, კერძო საკუთრების ფლობისა და განქორწინების უფლებების მინიჭებას გულისხმობდა. ქალებმა დაიწყეს ბრძოლა იმისათვის, რომ მათი მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრა და უუფლებობა დასრულებულიყო.
აღსანიშნავია, რომ ფემინიზმის პირველ ტალღას, რადგან იგი ყველაზე პოპულარული არჩევნებში მონაწილეობის უფლებისათვის ბრძოლით გახდა ცნობილი, სუფრაჟისტულ მოძრაობასაც ეძახიან.
სუფრაჟისტებმა პირველად 1893 წელს გაიმარჯვეს, როცა ახალმა ზელანდიამ ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა. ამის შემდეგ, მალე იგივე მოხდა ფინეთში(1906), დანიასა(1915) და ისლანდიაში(1915). მე-20 საუკუნის მიწურულამდე კი, დაუღალავი ბრძოლის შედეგად, ქალებმა ასეთი გამარჯვება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოიპოვეს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
