ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აჭარაში გაბატონებული იყო აზრი, რომ “ქალს სწავლა არ სჭირდება”, ფერიდე ნიჟარაძემ გაბედა და გახდა პირველი მუსლიმი ქალი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო.
ის აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაიწყო ბრძოლა ქალების უფლებებისთვის და გახდა ჩადრის ახსნის ინიციატორი.
⚖️მეოცე საუკუნის დასაწყისში ის ამაყად ატარებდა საქართველოში პირველი ქალი პროკურორის სტატუსს.

