ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოიგო. #FemFacts

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალზე მათ რუმინეთის ოლიმპია კლუჟი 1-0 დაამარცხეს. ამ შედეგით ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

“ისტორია დაიწერა. ლანჩხუთი — პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს”, — აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation