“ქართული ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე ლაშხის მიმართვის საფუძველზე, აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4 000 ლარით დააჯარიმა.