♀️70-იან წლებამდე ქალებს მარათონში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან არსებობდა სტერეოტიპი, რომ ამაში მათ ფიზიკური მონაცემები არ უწყობდათ ხელს.
ქეთრინ სვითზერი პირველი იყო, ვინც 1967 წელს ბოსტონის მარათონში უნებართვოდ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორებმა მისი შეჩერება და გაძევება სცადეს, თუმცა მან მაინც ბოლომდე გაირბინა მარათონი.
ქეთრინის დაუმორჩილებლობიდან 5 წლის შემდეგ ქალებმა საბოლოოდ მოიპოვეს მარათონულ რბოლაში მონაწილეობის უფლება.

