შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალები ამბობენ, რომ მშობიარობის პროცესში ხშირად განიცდიდნენ სამედიცინო პერსონალის მხრიდან მხარდაჭერისა და ყურადღების ნაკლებობას.

ქალები იხსენებენ არაკორექტულ კომენტარებს სამედიცინო პერსონალის მხრიდან, რომლებიც ფიზიკური შეზღუდვების გამო მათი დედობის უნარს ეჭვქვეშ აყენებდა.

ეტლით მოსარგებლე ქალებისთვის სირთულეს ქმნიდა ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობა და ადაპტირებულ პალატებთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები, რაც მათი დისკომფორტისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდა.

ღირსეული სამეანო მომსახურება ადამიანის უფლებაა. ყველა ქალს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან ჯანდაცვაზე ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

წყარო: სამეანო მომსახურების მიწოდებისას Ძალადობის კვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA): georgia.unfpa.org/ka/publications/ObstetricViolence