
შოვქათ მამედოვა 1897 წლის 18 აპრილს, თბილისში, ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია შოვქათს მუსიკა ბავშვობიდან აინტერესებსა და ოჯახიც მუსიკალური განათლების მიღებაში აქტიურად უწყობდა ხელს.
შოვქათ მამედოვა, აზერბაიჯანელი მილიონერის დაფინანსებით, 1911 წელს მილანის მუსიკალურ სკოლაში გაემგზავრა სასწავლებლად. თუმცა, როდესაც 1912 წელს მას დახმარება შეუწყვიტეს, იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.
ამის შემდგომ, შოვქათმა სწავლა თბილისის მუსიკალურ სკოლაში გააგრძელა, რის შემდეგაც იგი სწავლის გასაგრძელებლად ისევ მილანში გაემგზავრა.
1917-1921 წლებში შოვქათ მამედოვა სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში. ის აზერბაიჯანული ეროვნული ვოკალური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
#FEMWIKI
Video/material/publication was prepared within the framework of the “Ending Violence Against Women and Girls in Georgia (EVAWGG)” programme, funded by the European Union, implemented jointly by UN Women and UNFPA.
