შოტლანდია გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება.
მთავრობამ მხარი დაუჭირა სამომავლო გეგმას, რომლის მიხედვითაც ქალის ჰიგიენური საშუალებები საჯარო ადგილებში (ახალგაზრდების თავშეყრის ადგილები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ცენტრები) ყველასთვის უფასო იქნება.

კანონპროექტის ავტორებს სურთ, რომ ქვეყანაში ე.წ. მენსტრუალური სიღარიბე დასრულდეს და ჰიგიენური საშუალებები ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს შოტლანდია გახდა ასევე პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალის ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

#FemFacts

©️ Amy Guip/GETTY IMAGES