“ჩემი ისტორიის ვინმესთვის მოყოლა ცოტა სიმკრთალეს მისცემს ჩემს მოგონებას და იქნებ, ოდესმე, მეხსიერებიდან წაშლაც მოვახერხო.

მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი, საკმაოდ კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი, დიდსაც და პატარასაც ერთნაირად ვაბეზრებდი თავს ჩემი აქტიური საუბრით. თბილისში ვიყავი ჩასული, იქ მხოლოდ წელიწადში რამდენიმე დღით ჩავდიოდი და შესაბამისად, მეგობრები არ მყავდა, ამიტომ ეზოს პატარა პარკებში ვირთობდი თავს. ერთ დღეს, ჩემთან ერთად ბავშვი იყო, რომელიც ბაბუამის ყავდა გამოყვანილი. ბაბუამისი გამომელაპარაკა, რა კარგი ბავშვი ხარ, ლამაზი და ჭკვიანიო – რასაც ძირითადად ამბობენ ბავშვების გულის გასახარებლად.

საღამოს ისევ ჩამოვედი ეზოში, სანამ სტადიონამდე მივიდოდი დავინახე, რომ ჩრდილში ვიღაც იდგა, დამიძახა, მოდიო და მეც მივედი. ისევ ის მოხუცი კაცი იყო, თავიდან მივესალმე, მერე ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა, შევხებოდი, მოვფერებოდი მას და ცდილობდა, ხელი მის სასქესო ორგანოზე დამედო. ძალიან შემეშინდა, კადრები დღესაც არ ამომდის თვალებიდან. არ მახსოვს, ხელი როგორ გავაშვებინე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას არ შევხებივარ. იმდენად მეშინოდა, რომ ახლაც მახსოვს, როგორ მესმოდა გულისცემა ყურებში. სახლში ავირბინე და დანარჩენი დღეები სახლიდან აღარ გამოვსულვარ.

იმ დღის შემდეგ, ჩემი მეხსირებიდან ყველაფერი წაშლილია გარდა ამ ამაზრზენი კადრისა. დღემდე დიდი სიძულვილით ვარ განწყობილი, სამწუხაროდ, მოხუცი კაცების მიმართ.”

მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.

#GrlzWave_Storiesworthsharing

ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი

პროექტის მხარდამჭერია filia.die frauenstiftung