“ჩვენი ქვეყანა კოლონიზებულია.

ჩვენს მტრებს, კოლონიზატორებს აქვთ ძალაუფლება ჩვენზე.

ვკარგავთ სახელმწიფოს, მომავალს, ისტორიულ შეთანხმებას და ღირსებასაც.

ნაციონალიზმის ის მანკიერი პროექტი, რომელსაც ახლა როგორც დისკურსს და ემოციას ხელისუფლება იყენებს, ჩვენივე ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. პარადოქსულად სწორედ ქართულმა ნაციონალიზმმა, რომელიც ვერ პროგრესირდა ამდენი წელი (იდგა შიშებზე, სიძულვილზე და სტერილიზაციაზე), დაგვაკარგვინა ნაციონალური ღირსება და დაგვიქვემდებარა.“

– თამთა მიქელაძე.