
წელს არჩევნებზე მივდივართ, და ვაფერადებთ ერთ, სასურველ პარტიას.
თუ ჯერ კიდევ არ იცი, ვის მისცემ ხმას, ან ფიქრობ, რომ ყველა პარტიის გადახაზვით შენი ხმა მაინც დაფიქსირდება, გეტყვი, რომ არასწორია.
ხმები ითვლება არა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით, არამედ „ნამდვილი ხმებით“. „ნამდვილ ხმად” ითვლება ყველა ის ბიულეტენი, რომელშიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, ვის მიეცი ხმა. ყველა სხვა ბიულეტენი ბათილდება. შესაბამისად, ყველა პარტიის გადახაზვის შემთხვევაში, შენი ხმა გაბათილდება, დაიკარგება.
