ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, ადგილობრივები 180-ე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. ხუთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ კომპანიის მიერ მადნის ღია კარიერული მოპოვების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასაფლაოები.

11 სექტემბერს პროტესტი თბილისში გადაინაცვლებს. როგორც ადგილობრივები აანონსებენ, 11 სექტემბერს აქციას პარლამენტის წინ 19:00 საათზე გამართავენ. გელოდებით ყველას, ერთად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების მთავარი უფლება – უსაფრთხოება.

პროექტის მხარდამჭერია New Democracy Fund.