ხანდახან ადამიანები ურთიერთობაზე უარს გამოწვევად იღებენ. მიზნის მისაღწევად შენზე ზეწოლას, შენით მანიპულირებას ცდილობენ. ხშირად კი, საკმაოდ შემაწუხებლად იქცევიან. მსგავსი ტოქსიკური ქცევები ნიშანია, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ, რადგან მათი ეს ქმედებები შესაძლოა, შევიწროებაში, თვალთვალსა თუ დევნაში გადაიზარდოს.