‍♀️ შავი მამბები – ქალებისაგან შემდგარი ბრაკონიერების წინააღმდეგ მებრძოლი პირველი ჯგუფი მსოფლიოში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გადაშენების პირას მყოფ მარტორქებსა და სპილოებს იცავს. #FemFacts

ყოველი თვის 21 დღეს თითოეული მამბა ბალულის დაცული ტერიტორიის პატრულირებაში ატარებს. ისინი ეძებენ ადამიანის კვალს, დაგებულ მახეებს, აყურადებენ ტყვიების ხმას და აკვირდებიან ყველა სხვა სახის საეჭვო აქტივობას.

✊ შავი მამბების საქმიანობამ 76 %-ით შეამცირა უკანონო ნადირობის შემთხვევები. არაა გასაკვირი, რომ მათმა წარმატებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მაგალითად, ერთ-ერთმა სამოგზაურო სააგენტო “ექსტრაორდინარულმა მოგზაურობებმა” შექმნა სპეციალური ტურები, რომლითაც კვირაში ორჯერ შავ მამბებთან ერთად დაცული ტერიტორიის მონახულებაა შესაძლებელი. ტურების ფარგლებში იმართება პრეზენტაციებიც, რათა მსმენელთათვის ნათელი გახდეს, როგორ ქმნიან მამბები განსხვავებას, ანუ როგორ იცავენ ისინ დედამიწის ბიომრავალფეროვნებას ასეთი წარმატებით.